Friday, March 25, 2011

98 - მარი კიური


მარი სკლოდოვსკა-კიური (დ. 7 ნოემბერი 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, დეპარტამენტი სავოია; დაკრძალულია სოში, პარიზის მახლობლად), ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი. იგი გაიზარდა ღარიბ მაგრამ კარგად განათლებულ ოჯახში. მარი კიური კარგად სწავლობდა და მან მიიღო მრავალი ჯილდო.




ადრეულ ასაკში ის მხარს უჭერდა პოლონეთის დამოუკიდებლობას, რადგან რუსეთის რკინის მუშტი დიდ ზიანს აყენებდა პოლონურ ინტელიგენციას.
ქალისთვის იმ დროისთვის უჩვეულო იყო მაგრამ მარიმ გამოავლინა ინტერესი ქიმიისა და ბიოლოგიისადმი. იმის  გათვალისწინებით რომ შესაძლებლობა პოლონეთში ამ სფეროს დასაუფლებლად იყო შეზღუდული , მარია გაემგზავრა პარიზში, სადაც მუშაობის შემდეგ , შესძლო ესწავლა , სორბონის უნივერსიტეტში. იმის გამო რომ მან კარგად არ იცოდა ფრანგული, გადაწყვიტა ხელი მიეყო ასკეტური ცხოვრებისთვის და განაგრძო სწავლა.  მან მიიღო ჩათვლა მათმატიკასა და ფიზიკაში.


ეს მოხდა პარიზში, როდესაც იგი შეხვდა პიერ კურის, რომელიც იყო უფროსი ლაბორანტი ქიმიისა და ფიზიკის სკოლაში. ის იყო ცნობილი ქიმიკოსი, რომელმაც განახორციელა მრავალი ექსპერიმენტი, კრისტალებსა და ელექტრონებზე.  პიერი მოიხიბლა მარიათი და მას ცოლობა სთხოვა . თავიდან მარიამ უარი განაცხადა , მაგრამ პიერის შეუპოვრობამ მაინც იმოქმედა და დაათანხმა ცოლობაზე.  ამ ორის ურთიერთობა გახდა განუყოფელი , მანამ სანამ პიერი მოკვდებოდა.

მარი კიურის მუშაობა რადიოაქტივობაზე

მარი აგრძელებდა სწავლას რადიოაქტივობაზე. 1898 წელს  სწორედ ეს გახდა 2 ახალი ელემენტის აღმოჩენის მიზეზი.  ერთ ელემენტს მან უწოდა პოლონიუმი, ეს სახელი მარიმ ელემენტს ,მისი სამშობლოს საპატივცემულოდ დაარქვა.

ამის შემდეგ მან განაგრძო 4 წლის განმავლობაში ფართო კვლევა, იგი იკვლევდა რადიუმის თვისებებს. 1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“

1895წელს ვილჰელმ რენტგენის მიერ არმოჩენილმა X-სხივებმა მრავალი ფიზიკოსის გონება ააღელვა.მათ აინტერესებდათ,სინათლის მოქმედების შედეგად ხომ არ ასხივებენ ანალოგიურ სხივებს ფლუორესცენციის უნარის მქონე სხეულები?ამ მიზნით ანრი ბეკერელი სწავლობდა ურანის მარილს,და როგორც ეს ზოგჯერ ხდება,აღმოაცინა მოვლენა,რომელიც განსხვავდებოდა საძებნი მოვლენისაგან:ურანის მარილები თვითნებურად ასხივებდნენ განსაკუთრებული თვისებების სხივებს.
მ. კიური დაინტერესდა:-ხომ არ არის კიდევ რაიმე ნივთიერება,რომელიც ურანის ანალოგიურად ასხივებს?ხანგრძლივი კვლევის შედეგად იგი იმ დასკვნამდე მივიდა,რომ ასეთ სხივებს უშვებს თორიუმის შენაერთები.
ურანისა და თორიუმის ახალი თვისებების აღმოჩენის შემდეგ მ. კიურის წინადადებით ამ მოვლენას ეწოდა ''რადიოაქტიურობა'',ხოლო რადიოაქტიურ ელემენტებს - ''რადიოელემელტები''.
1899-1900 წლებში პიერ და მარი კიურებმა გამოაქვეყნეს სტატიები რადაუმის სიახლოვით გამოწვეული რადიოაქტიურობისა და რადიუმის სხივების მოქმედების შესახებ.
საბოლოოდ მარი და პიერ კიურების მირ მიღებულმა მეტალური რადიუმის რაოდენობამ 1 გ გადააჭარბა.ეს რადიუმი მათ ლაბორატორიის საკუთრებად გამოაცხადეს,მიუხედავად იმისა,რომ მისი ღირებულება იმ დროისათვის განუსაზღვრელი იყო.

მარი კიურმა აღმოაჩინა რომ რადიუმს ააქვს შესანიშნავი ზემოქმედება. 1902 წელს მარი სკლოდოვსკა-კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში.

ამ აღმოჩენებისთვის მას და მის მეუღლეს პიერ კიურის გადაეცათ ფიცის მედალი  და ნობელის პრიზი ფიზიკაში 1903 წელს.

1905 წელს პიერი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მარიმ კი განაგრძო მუშაობა. მას პიერისგან დარჩა 2 ბავშვი.

1911 წელს მან მიიღი რიგით უკვე მეორე ნობელის პრემია აქტინიუმის აღმოჩენისთვის და რადიუმისა და პოლონიუმის შესწავლა - განვითრებისთვის.

მის წარმატებას ხელს უშლიდნენ მასკულანური სქესის წარმომადგენლები , რომლებიც თვლიდნენ რომ მამაკაცი არის დომინანტი, სამყაროში. მას არაერთხელ მიუღია მუქარა და არაერთხელ დასდეს ბრალი უსაფუძვლოდ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას მარი კიურიმ თვისი დრო დაახარჯა რენტგენის აპარატის მონტაჟს საავადმყოფოებში. იგი მიხვდა რომ რენტგენის დახმარებით უფრო ადვილი იქნებოდა ჯარისკაცების მკურნალობა და შედეგი ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მარი კიური გარდაიცვალა 1934 წელს კიბოთი. კიბოს გამომწვევი მიზეზი იყო რადიაციული ნივთიერებებთან მუდმივი კონტაქტი. მან მსხვერპლად გაიღო თავისი ცხოვრება რათა გადაერჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.

By: Tejvan Pettinger, 28/11/2008, Oxford, UK

გამოყენებული ლიტერატურა :

1) http://ka.wikipedia.org/wiki
2) http://ru.wikipedia.org/wiki/
3)  100 person who changed world  გამომცემლობა :  Editors of Life
4)  http://salomesali-salome.blogspot.com/2009/01/blog-post.html

No comments:

Post a Comment