Monday, March 28, 2011

93 - დესმონდ ტუტუ


”სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია; სიყვარული სიძულვილზე ძლიერია; სინათლე სიბნელეზე ძლიერია; სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. ჩვენ გავიმარჯვებთ მათი დახმარებით ვისაც ვუყვარვართ.”
დესმონდ ტუტუ

დესმონდ ტუტუ  სამხრეთ აფრიკაში, კლერკსდორპში დაიბადა 1931 წელს, მამამისი, ზაქარია ტუტუ, მეთოდისტური სკოლის პედაგოგი იყო, დედა - დიასახლისი როგორც აპარტეიდის წინააღმდეგ განწყობილმა ფიგურამ , მან მიიღო ნობელის პრემია 1984 წელს.



სკოლის დამთავრების შემდეგ ის სწავლობდა , სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტში. კურსის სრულად დასრულების შემდეგ მან მიიღო უმაღლესი სკოლის მასწავლებლის ხარისხი . დესმონდ ტუტუმ ხელი მიჰყო თეოლოგიის სწავლას, ის ამავე მიზეზით გაემგზავრა ინგლისში სადაც გაიღმავა თელოგიური ცოდნა.

1975 წელს იგი დაინიშნა წინამძღვრად ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში , იოჰანესბურგში, ის იყო პირველი შავკანიანი რომელმაც დაიკავა ეს ადგილი. 1976 დან 1978 წლამდე იყო ლესოთოს ეპისკოპოსი  1978 წელს კი გახდა პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი სამხრეთ აფრიკის საბჭოს ეკლესიებისა.

1976 წელს ადგილი ფქონდა საპროტესტო აქციებს , სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობა იბრძოდა აპარტეიდის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სოუეტოში.  თვისი წამყვანი პოზიციის გამო დესმონდ ტუტუს შეეძლო უფრო მეტი ეთქვა ვიდრე სხვას, იგი შეუპოვრად  იბრძოდა აპარტეიდის წინააღმდეგ და აკრიტიკებდა ამ ”ფაშისტურ რეჟიმს”

” თუ შენ ხარ ნეიტრალური უსამართლო სიტუაციების დროს, შენ ირჩევ მჩაგვრელის მხარეს . თუ სპილომ ფეხი დაადგა თაგვს კუდზე, თაგვი არ შეაფასებს თქვენს ქმედებას როგორც ნეიტრალიტეტს.”

1980 წელს მისი ღია კრიტიკის გამო იგი არაერთხელ იქნა შევიწროებული, გაუუქმეს პასპორტი ორჯერ. მაგრამ მისი რანგის გამო მთავრობა მაინც ფრთხილობდა , რადგან არ უნდოდათ რომ იგი ”წამებულად” ეღიარებინათ. ამრიგად , დესმონდ ტუტუს უფრო მეტი შესაძლებლობა ქონდა კრიტიკისა.. ამასთანავე ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა ლექციების წასაკითხად და კრიტიკის ტრიბუნად ევროპისა და აზიის ტელევიზიებს იყენებდა. დანიაში ყოფნისას ტუტუმ ტელევიზიით მოუწოდა ევროპის მთავრობებს, ეკონომიკურ ბლოკადაში მოექციათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ეს ბერკეტი სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ფერადკანიანი მოქალაქეების დასაცავად გამოეყენებინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დესმონდ ტუტუ არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მთავრობას აკრიტიკებდა, არამედ გმობდა რამდენიმე ანტიაპარტეიდული დაჯგუფების ძალადობრივ ტაქტიკასაც. მიაჩნდა, რომ საჭიროა მოლაპარაკება, რომ ტერორიზმი გამოსავალი არ არის. მისი ბრძოლა, ერთი მხრივ, ქვეყნის თეთრკანიანი მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეორე მხრივ კი - ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ.

დესმონდ ტუტუ ერაყის შესახებ

დესმონდ ტუტუ აკრიტიკებდა ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის გადაწყვეტილებას , ომის შესახებ.  მან გააკრიტიკა , ერაყის ბრძოლა.
ის ასევე წინააღმდეგი იყო ამერიკის მიერ წამოწყებული ომის ატერორიზმის წინააღმდეგ, რადგან ფიქრობდა რომ ძალისმიერი მეთოდით ყველაფრის მოგვარება არ შეიძლებოდა .


დესმონდ ტუტუ ისრაელის შესახებ

დესმონდ ტუტუ აკრიტიკებდა , ისრაელს პალესტინის ოკუპაციის გამო. მან ასევე გააკრიტიკა ამერიკა ისრაელთან ლობში ჩადგომის გამო.


დესმონდ ტუტუ შიდსის შესახებ

დესმონდ ტუტუ იყო ერთერთი ავანგარდული ფიგურა შიდსის ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი კამპანიისა, სამხრეთ აფრიკაში . მთავრობა ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევდა , ტუტუმ კი წინ წამოწია ეს საკითხი.

დესმონდ ტუტუ ჰომოსექსუალიზმის შესახებ

დესმონდ ტუტუს ქონდა ტოლერანტული დამოკიდებულება ჰომოსექსუალიზმის შესახებ. მან უამრავი დრო და ენერგია შეალია ამ საკითხის განხილვას ეკლესიის ფარგლებში. ტუტუს თქმით , არაა საჭირო ხალხის დისკრიმინაცია მისი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ტუტუ იყო პირველი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელი ანგლიკანი არქიეპისკოპოსი            კეიპტაუნში. მან მიიღო მრავალი პრიზი მშვიდობის დარგში

1) სოლიდარობა №1(28), (2009)
2) 100 person who changed world  გამომცემლობა :  Editors of Life



No comments:

Post a Comment