Saturday, March 26, 2011

96 - ევა პერონი


მარია ევა დუარტე პერონი (დ. 7 მაისი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1952) – ევა არის არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი. იგი იყო პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი. არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.


 იგი შთააგონებდა მილიონობით ადამიანს რომ მისი დრო და ენერგია ღარიბების დახმარებაზეც დაეხარჯათ და მიეცათ ქალთთვის ხმის მიცემის უფლება . მისი მხარდამჭერთთვის  ევა იყო წმინდანი, რომელმაც გადალახა სიღარიბე და უსამართლობა. მის მოწინააღმდეგეთათვის კი საკმაოდ ძალა გასაწევი ფიგურა.



მისი ბუნებრივი სილამაზის დახმარებით მან მიიღო სამუშაო თეატრში.  ბუენოს აირესში მან ასევე წამოიწყო კამპანია ქალთათვის, იგი ითხოვდა ხმის მიცემის უფლებას და ყურადღბის მიქცევას სიღარიბის  დონეზე, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ დაბალი იყო.


ევა პერონი დაუახლოვდა ცნობილ პოლიტიკოსს ხუან დომინგო პერონს ,1945 წელს კი ისინი დაქორწინდნენ და ქორწინებიდან 6 თვის შემდეგ ხუანი გახდა არგენტინის პრეზიდენტი, ხოლო ევა -პირველი ლედი.

როგორც პრეზიდენტის ცოლს მას  ქონდა კარგი შესაძლებლობა რომ მის მიერ წამოწყებული საქმეები უფრო რეალური გაეხადა.

მისი კარგი პროფილის, სილამაზისა და კონცენტრაციის გამო ღარიბ ადამიანებზე , დაბალი ფენები, მას მხსნელად მიიჩნევდნენ.  სამხედრო და მაღლი ეშელონების წარმომადგენლები, ევაში ხედავდნენ საფრთხეს. ისინი აკრიტიკებდნენ   მას ღრიბების ღია მხარდაჭერისთვის.  სხვანი კი აკრიტიკებდნენ ხუან პერონის  პოლიტიკას მისი ”ფაშისტური ტენდენციების გამო”- თუმცა ეს მაინც საკამათოა.

33 წლის ასაკში ოფიციალურად არგენტინის კონგრესის მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. 1952 წლის 26 ივლისს, ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.


ევა პერონი კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამათავისუფლებელი სიმბოლო, ქალებისთვის ლათინურ ამერიკაში. ის იყო ერთერთი პირველი ქალი რომელმაც შექმნა გრძელვადიანი პოლიტიკურ/ჰუმანიტარული მემკვიდრეობა. კრისტინა ფერნანდესი ოირველი ქალი პრეზიდენტი რომელიც არიჩიეს არგენტინაში , ამბობს რომ ევას წინაშე მთელს ქვეყანას დიდი ვალი აქვს და რომ ყველამ უნდა მიბაძოს მის საქციელს.

გამოყენებული ლიტერატურა :

1) http://ka.wikipedia.org/wiki/ევიტა_პერონი
2) Citation : Pettinger, Tejvan. "Biography of Eva Peron ", Oxford,

No comments:

Post a Comment