Wednesday, March 23, 2011
100 - ბორის ელცინი
ბორის ელცინი (რუს.: Бори́с Никола́евич Е́льцин) (დ. 1 თებერვალი, 1931 ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი)იყო რუსეთის პირველი პრეზიდენტი 1991- 1999 წლებში . ელცინის ერა იყო რუსეთისთვის საკმაოდ დრამატული პერიოდი—მის სახელს უკავშირდება დიდი პოლიტიკური ცვლილებები და ლიბერალური დემოკრატიის დანერგვა—მიუხედავად ამ პოლიტიკური ცვლილებებისა , შედეგი უარყოფითი იყო, რუსეთში შემცირდა საშუალო შემოსავლის რესურსები და ასევე მნიშვნელოვნად იკლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ.
ელცინის მოსვლა სათავეში
1991 წლის ივნისში ელცინი მოვიდა დიდი დაპირებებით, იგი ხალხს პირდებოდა კომუნისტური წესების შეცვლას. 12 ივნისს ელცინი გახდა რუსეთის პირველი პრეზიდენტი, მას მოსახლეობის 57 % დაუჭირა მხარი. მაგრამ ელცინის მდომარეობა საკმაოდ გაუარესდა 1992 წლის შემდეგ როდესაც მან გაატარა ეკონომიკური რეფორმები და რის გამოც მან მისი ოპონენტების კრიტიკაც დაიმსახურა, ამ პერიოდისთვის რუსეთში ცხოვრების დონე უარესდება. ამის გამო ის რუსეთში ერთერთი ყველაზე არაპოპულარული პიროვნება გახდა და მისი მხარდამჭერების რიცხვმა საგრძნობლად მოიკლო.
საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ 1991 წლის დეკემბერში ელცინი აღთქმას იძლევა რომ რუსეთის სოციალისტურ ეკონომიკას გარდაქმნის კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკად - მოწონებული პროგრამის ”შოკური თერაპიის” წარდგენის შემდეგ. იგი ამბობს რომ შეამცირებს სახელმწიფო იჯარას. მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დამოკიდებული იყო საბჭოურ ერაზე , სახელმწიფო სუბსიდიებსა და კეთილდღეობის პროგრამებზე. შუა დეკადაში რუსეთმა განიცადა ეკონომიკური ვარდნა , უფრო ძლიერი ვიდრე ამერიკამ და გერმანიამ განვლილი 6 ათეული წლის განმავლობაში დიდი დეპრესიის დროს. რუსეთის მშპ დაეცა 50 პროცენტით , ათობით მილიონი რუსი დარჩა შემოსავლის გარეშე.ელცინის მმართველობის ფორმა იყო ავტორიტარული, ის მოქმედებდა თავისი შეხედულებებისამებრ, მიუხედავად პარლამენტის გადაწყვეტილებისა. ამ ყველაფრის ფონზე მოხდა კონსტიტუციური კრიზისი და 1993 წელს ელცინმა შემოიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც ემხრობა საპრეზიდენტო ძალაუფლებას და ეს კონსტიტუცია დამტკიცდა დეკემბერში.
როდესაც ელცინი იყო თავისი პოლიტიკური კარიერის ბოლოში გასული, მან გააკეთა მოულოდნელი განცხადება , თნამდებობიდან გადადგომის შესახებ და თავისი პოსტი რიგით მეორე პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაუთმო.
მეორე ვადით არჩვა
1996 წლის ივლისში ელცინი უკვე მეორედ იქნა არჩეული რუსეთის პრეზიდენტად, გავლენიანი ბიზნეს ოლიგარქების მხარდაჭერით , რომლებსაც ქონდათ კავშირი, ელცინის ადმინისტრაციასთან. მიუხედავად პირველ რაუნდში მიღებული 35 % ისა ელცინმა დაამარცხა მისი მეტოქე გენადი ზიუგანოვი.
ელცინმა პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო 40 მილიარდი დოლარი IMF -ისგან და სხვა საერთშორისო ორგანიზაციებისგან, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მისი ოპონენტები კი აცხადებდნენ რომ ეს თანხა დახარჯულ იქნა ელცინის გარშემო მყოფთა მიერ და მათ ეს თანხა გაიყეს და გადარიცხეს სხვადასხვა ბანკებში.
1998 წელს წარმოიშვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი როდესაც ელცინის მმართველობამ კრახი განიცადა .
1999 წელს კოსოვოს ომის მიმდინარეობის დროს ელცინი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა ნატოს სამხედრო კამპანიას , იუგოსლავიის წინააღმდეგ და აფრთხილებდა , რუსეთის შესაძლო ინტერვენციის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ნატო განალაგებდა ჯარებს კოსოვოში. სატელევიზიო გამოსვლაში მან განაცხადა : ” მე ვუთხხარი ნატოს, ამერიკელებს, გერმანელებს : არ დაიწყოს ჩვენს მიმართ შეწინააღმდეგება და სამხედრო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოიქმნება ევროპული ომი რაც შეიძლება საბოლოოდ მსოფლიო ომით დასრულდეს.”
1999 წლის 15 მაისს ელცინი გადაურჩა იმპიჩმენტის მორიგ მცდელობას. მას ბრალად რამოდენიმე არაკონსტიტუციური საქმის ჩადენა ედებოდა.
1999 წლის 9 აგვისტოს ელცინმა გაანთავისუფლა პრემიერ მინისტრი სერგეი სტაპეშინი და მის ადგილზე დანიშნა ვლადიმერ პუტინი, იმ დროისათვის სრულიად უცხო ფიგურა, მას სურდა პუტინი მისი მემკვიდრე გამხდარიყო, პოლიტიკურ საქმიანობაში.
1999 წლის ნოემბერ - დეკემბერში გამწვავდა ურთიერთობა ელცინსა და კლინტონს შორის. კლინტონი საუბრობდა ევროპის უსაფრთხოებაზე სადაც გამოკვეთა მთვარი საკითხი ჩეჩნეთის გენოციდი და თითი ელცინისკენ გაიშვირა. კონფერენციაზე კლინტონმა დაუყონებლივ მოითხოვა ელცინს შეეწყვიტა ჩეჩნეთის დაბომბვა , რადგან დიდი მსხვერპლი მოყვა ამ საომარ მოქმედებებს , ამის გაგონებაზე ელცინმა უმალვე დატოვა კონფერენცია.
ამის შემდეგ როდესაც ელცინი ეწვია ჩინეთს მან კომენტარიც დატოვა : ” კონფერენციაზე , კლინტონმა აშკარად მოახდინა რუსეთზე ზეწოლა, ეტყობა მას წუთიერად ან თუნდაც წამიერად დაავიწყდა, რომ რუსეთს ააქვს ბირთვული იარაღის დიდი არსენალი. მას ნამდვილად დაავიწყდა ეს.” კლინტონმა მისი კომენტარი უპასუხოდ დატოვა.
ელცინის გადადგომა
1999 წლის 31 დეკემბერს ელცინმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა რუსული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში . მან განაცხადა რომ მის მოვალეობას ვლადიმერ პუტინი შეასრულებდა, 200 წლის 26 მარტამდე. მან განაცხადა რომ რუსეთს ჭირდება ახალი ლიდერი ახალ საუკუნეში და ამიტომაც გადადგა 20 საუკუნის ბოლო დღეს.
ელცინის გარდაცვალება
კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ სმირნოვმა დაადასტურა ბორის ელცინის გარდაცვალება და მიუთითა თარიღი 2007 წლის 23 აპრილი. მისი გარდაცვალების მიზეზი იყო ე.წ ”ინფარქტი” ანუ გულის მწვავე უკმარისობა. 76 წლის ასაკში. ის დაკრძალეს 25 აპრილს, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა 25 აპრილი რუსეთის ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
გამოყენებული ლიტერატურა
1) 100 person who changed world გამომცემლობა : Editors of Life
2) http://en.wikipedia.org/wiki/Yeltsin
3) http://ka.wikipedia.org/wiki/ბორის_ელცინი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment