Saturday, April 2, 2011

85 - ინდირა განდი


"ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით."
 ინდირა განდი

ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინდი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी indirā priyadarśinī gandhī) (დ. 19 ნოემბერი, 1917 –გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში მის მკვლელობამდე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა. 
1999 წელს იგი გახდა გასული 1000 წლის უდიდესი ქალბატონი BBC-ს გამოკითხვების შედეგად, ისეთ ფიგურებთან ერთად როგორებიც არიან : დედოფალი ელისაბედ პირველი, მარი კიური, და დედა ტერეზა. 

დაიბადა პოლიტიკური გავლენის მქონე ნერუს ოჯახში, გაიზარდა პოლიტიკურ ატმოსფეროში. ბაბუამისი მოთილალ ნერუ იყო ინდოეთის ნაციონალური ლიდერი, ხოლო მამამისი ჯავაჰარალ ნერუ იყო საკვანძო ფიგურა  ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვებაში და ასევე დამოუკიდებელი ინდოეთის პირველი პრემიერ მინისტრი. 1941 წელს მან დაასრულა ოქსფორდში სწავლა და უკან დაბრუნების შემდეგ ჩაერთო ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობაში.

1950იან წლებში იყო მამამისის არაოფიციალური პირადი თანაშემწე. მამამისის გარდაცვალების შემდეგ 1964 წელს იგი გახდა  რაჯია საბჰას წევრი პრეზიდენტის მიერ .

კონგრესის პარტიის პრეზიდენტმა კ. კამარაჯმა დიდი როლი ითამაშა ინდირა განდის პრემიერ მინისტრად გახდომაში.  განდმა მალე აჩვენა ხალხს თავისი შესაძლებლობები და გაიმარჯვა არჩევნებში .  1971 წელს პაკისტანის ომში გამარჯვებას მოყვა არასტაბილური პერიოდი, რის შემდეგაც 1975 წელს მდგომარეობა გაუარესდა. იგი სამი წელი იყო ოპოზიციაში საბოლოოდ კი 1980 წელს დაუბრუნდა მთავრობაში და გადაწყვიტა მოეგვარებინა პრობლემები რომლებიც შექმნილი იყო სიქისტებთან*.   1984 წელს იგი მოკლეს საკუთარ კაბინეტში.

სიქისტები - იხ. რელიგია სიქიზმი

No comments:

Post a Comment