Wednesday, March 30, 2011
89 - ელისაბედ II
მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი (Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.
დედოფალი ელისაბედ მეორე დაიბადა 1926 წელს , იგი იყო 25 წლის როდესაც ავიდა ბრიტანეთის ტახტზემ მამამისის ჯორჯ IV - ის გარდაცვალების შემდეგ.
ელისაბედი თავისი ხანგრძლივი მეფობის დროს თავის ენერგიას სახელმწიფოს ახარჯავს. სწორედ მისი მეფობის დროს მოხდა დიდი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებები, მას ბევრი სირთულეები შეხვდა, მაგრამ შესძლო და მაინც შეინარჩუნა ერის პატივისცემა.
ელისაბედი იყო ახალგაზრდა და ლამაზი , ამიტომაც მას მსოფლიო აღიქვამდა როგორც ზღაპრულ პრინცესას. იგი გვირგვინით შეამკეს 1953 წლის 2 ივნისს.
1960 წელს მოხდა შესანიშნავი სოციალური ცვლილება . მანამდე კი ტელევიზიით გადაიცა სამეფო ოჯახის ცხოვრება, რითაც შემცირდა ის მანძილი რომლითც დაშორებული იყო საზოგადოება და სამეფო ოჯახი. ამ ყველაფერმა ასევე ხელი შეუწყო იმას რომ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა სამეფო ოჯახზე. მაგრამ სამომავლოდ გადიდგულებულმა მედიამ არაერთხელ შეუქმნა პრობლემები, სამეფო ოჯახს.
1970 წელს დედოფალმა აღნიშნა მისი ვერცხლის იუბილე, სადაც მიიწვია უამრავი ადამიანი. 1980 წელს კი მედიის ყურადღება მიიქცია ჩარლზმა და პრინცესა დაიანამ. მედია აქაც ღრმად ჩაერია და ამბობდა რომ დედოფალი ელისაბედი უარყოფითად იყო განწყობილი ჩარლზის არჩევანის მიმართ . პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგი პერიოდი იყო ყველაზე კრიტიკური , ელისაბედის მეფობის დროს.
გავლილი 10 წელი იყო მუქი მის ცხოვრებაში. 2002 წელს კი ელისაბედმა გადაიხადა ოქროს იუბილე. დედოფლის ხელმძღვანელობით გრძელდება ოფიციალური ღონისძიებები. იგი ეხლა 81 წლის ასაკშია.
გამოყენებული ლიტერატურა :
1) http://ka.wikipedia.org/wiki/
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment