Tuesday, March 29, 2011

91- ჯოან როულინგი


ჯოან როულინგი (დ. 31 ივლისი, 1965), ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 300 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა


პატარაობის ასაკში, ჯოან როულინგს ჰქონდა ამბიცია გამხდარიყო მწერალი. მას ძალიან თბილად ახსოვს თავისი ბიოგრაფიიდან მისი მეგობრის შონის სიტყვები, რომელმაც მას დიდი სტიმული მისცა იმისთვის რომ გამხდარიყო, კარგი მწერალი.

”ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ  მე ვიქნებოდი წარმატებული ამ საქმეში, ეს კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ”


სკოლის დამთავრების შემდეგ, მისი მშობლების წააქეზებით ჯოანმა შეისწავლა ფრანგული  ესეკსის უნივერსიტეტში.  მას სურდა ინგლისურის უფრო ღრმად შესწავლა, მაგრამ მისი მშობლები აიძულებდნენ შეესწავლა უფრო გამოსადეგი რაიმე, ვიდრე ინგლისური.

შემდეგ მან გაატარა წელიწადი პარიზში, დაამთავრა უნივერსიტეტი და მუშაობდა სხვადასხვა ადილებზე, ლონდონში. ერთერთი მისი საყვარელი სამუშაო იყო Amnesty International -ში , სადაც კამპანიას უწევდა ადამიანთა უფლებების დაცვას.


1990 წელს მას თავში მოუვიდა იდეა ჰარი პოტერის ნაწარმოების შექმნის შესახებ. როგორც ის ყვება როდესაც იგი მიემგზავრებოდა ლონდონიდან მანჩესტერში სწორედ მაშინ დაებადა ეს იდეა, გონებაში, შემდეგ კი ფურცელზე გადაიტანა და განავრცო.

2007 წლის „სანდი თაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი გახდა შესანიშნავი ქველმოქმედი, ის გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
დღესდღეობით ჰარი პოტერი ეგრედწოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი მთელ ისტორიაში.
წიგნების სერიათა სრული 4,195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.

გამოყენებული ლიტერატურა :

1) http://www.ambebi.ge/books/32309-joan-roulingis-shesakheb-films-igheben.html

2 comments: