”როდესაც მე მსურდა მემღერა სიყვარულზე, აღმოჩნდა რომ ვმღეროდი მწუხარებაზე, როდეაც მსურდა მემღერა მწუხარებაზე, იგი ჩემში გარდაიქმნა სიყვარულად. ”
ფრანც შუბერტი
ფრანც პეტერ შუბერტი (31 იანვარი, 1797 - 19 ნოემბერი, 1828) იყო ავსტრიელი კომპოზიტორი.მან დაწერა 600-მდე სიმღერა , 9 სიმფონია (მათ შორის ცნობილი ”დაუსრულებელი სიმფონია” ), საეკლესიო მუსიკა, ოპერა და მრავალი სხვა ფორტეპიანოზე.
შუბერტი დაიბადა მუსიკალური განათლების მქონე ოჯახში, რის გამოც მას ბავშვობიდანვე კარგი მუსიკალური განათლება მისცეს. მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის (ვიოლინო) და უფროსი ძმის იგნაცისაგან (ფორტეპიანო). მისი მამის გამო მას ჰყავდა მეგობრები რომლებსაც ესმოდათ ეს სფერო , ასევე უწევდა ისეთ ხალხთან მუშაობა რომელთაც საკმაოდ დიდი პოტენციალი ქონდათ ამ დარგში ( მისი მასწავლებელი იყო ანტონიო სალიერი და ცნობილი მომღერალი მაიკლ ვოგლი), მის მშობლებს არ შეეძლოთ მისთვის მიეცათ მუდმივი სამუშაო, ამიტომ შუბერტი აქვეყნებდა მის კომპოზიციებს და ამით შოულობდა ფულს. ის გარდაიცვალა 31 წლის ასაკში, სავარაუდოდ სიფილისის გართულებული ფორმით თუმცე სხვები ვარაუდობენ რომ მას ჰქონდა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები ან ცხელების გართულებული ფორმა.
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში.
ინტერესი შუბერტის ნაწარმოებებისადმი მკვეთრად გაიზარდა მისი გარდაცვალების შემდეგ. ისეთი კომპოზიტორების აღმოჩენამ როგორებიც არიან ფრანც ლისტი, რობერტ შუმანი და ფელიქს მენდელსონი , შუბერტს დიდი წარმატება მოუტანა 19 საუკუნეში. დასავლეთში ფრანც შუბერტი განიხილება როგორც ერთერთი უდიდესი კომპოზიტორი .
მაღალი მხატვრული ღირებულებისაა შუბერტის კამერულ-საკრავიერი შემოქმედება, გამოირჩევა სიმებიანი კვინტეტი (1828) და 3 უკანასკნელი სიმებიანი კვარტეტი (1824-26). შუბერტის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი დარგია საფორტეპიანო მუსიკა (22 საფორტეპიანო სონატა, ფანტაზია "მოხეტიალე", რომელიც ამზადებს ფ.ლისტის სიმფონიური პოემების სტრუქტურას; 11 "ექსპრომტი", 1827-28; "მუსიკალური მომენტი", 1823-28; ვალსები; ლენდლერები ― რომანტიკული საფორტეპიანო მინიატურები, რომლებიც ამზადებენ შოპენისა და ლისტის საფორტეპიანო მუსიკის თავისებურებებს; საფორტეპიანო ნაწარმოებები 4 ხელისათვის, მ. შ. ფანტაზია, 1828; უნგრული დივერტისმენტი, 1824; ვარიაციები; მარშები და სხვ.). შუბერტს დაწერილი აქვს აგრეთვე 3 ოპერა, 6 ზინგშპილი, მუსიკა დრამატული პიესებისათვის (მ. შ. "როზამუნდი"), სასულიერო ნაწარმოებები, რომელთა შორის გამოირჩევა 2 მესა (1819, 1828), ვოკალური კვარტეტები, გუნდები, კანტატის და ორატორიის ტიპის ნაწარმოებები.
გამოყენებული ლიტერატურა
2) Google.com
No comments:
Post a Comment