Saturday, March 26, 2011
95 - კოფი ანანი
კოფი ატა ანანი (ინგლ. Kofi Atta Annan; დ. 8აპრილი 1938 წ ) დაიბადა ტრადიციული ხელმძღანელების ოჯახში, განაში. კოფი ანანი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 2001 წელს მშვიდობის დარგში მიიღო ნობელის პრემია.
ის გაიზარდა განაში , სადაც იგი ცნობილი გახდა როგორც ლიდერი სტუდენტი. მან მიიღო სტიპენდია და სწავლა განაგრძო აშშ-ში. შემდეგ სწავლობდა ჟენევაში, სანამ დაბრუნდებოდა ამერიკაში, მენეჯმენტის შესასწავლად.
მისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს იგი მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქვედა რანგებში, სანამ იგი მიიღებდა გენერალური მდივნის ადგილს. ის ამ ადგილზე მუშაობდა 1997 - 2007 წლებში.
მან მუშაობა დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ჟენევაში 1962 წელს და შემდეგ მსახურობდა გაეროს უმაღლეს კომიტეტში, ლტოლვილთა დასახმარებლად. კოფი ანანმა მისი მაღალი რანგის და კარგი ბექგრაუნდის გამო დაიკავა ადამიანური რესურსების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ადგილი .
კოფი ანანი უყვარდათ როგორც მსახურებს ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკოსებს. მაგალითად, მუჰამედ საკრიბი . ბოსნიელი ელჩი გაეროში იყო ძალიან კრიტიკულად განწყობილი აშშ-ს მიმართ , ბოსნიის პოლიტიკაში ჩარევის გამო, ის არ ადანაშაულებდა კოფი ანანს. როდესაც კითხეს თუ რატომ, მან მარტივად უპასუხა : ” იმიტომ რომ ის პატიოსანია”
ის ასევე ცნობილია მისი სტოიკური სიმშვიდით , თუნდაც ირგვლივ დიდი არეულობა იყოს.
კოფი ანანი დაქორწინდა შვედ ქალბატონ ნან ანანზე. ის არის ადვოკატი და მხატვარი, ასევე იგი ითვლება გაერთიანებული ერების დიდ პარტნიორად. მათ ყავთ 3 შვილი.
გამოყენებული ლიტერატურა :
1) http://ka.wikipedia.org/wiki/
2) http://ru.wikipedia.org/wiki/
3) 100 person who changed world გამომცემლობა : Editors of Life
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment