Sunday, April 3, 2011

84 - ალბერტ შვეიცერი


ალბერტ შვეიცერი (14 იანვარი 1875 - 4სექტემბერი 1965)  იყო ელზასელი თეოლოგი , მუსიკოსი , ფილოსოფოსი და ექიმი. ის დაიბადა კაისერბერგში  ელზასისა და ლოტარინგიის პროვინციაში, იმდროინდელ გერმანიის რეგიონში რომელიც  საფრანგეთმა შეიერთა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.


24 წლის ალბერტ შვეიცერი ევროპის ეკლესიების ორგანების მთავარი ინსპექტორი გახლდათ. 30 წლისამ ცხოვრების მიზნად ადამიანების დახმარება გაიხადა და მედიცინის შესწავლას მიჰყო ხელი. 37 წლისა აფრიკაში, გაბონში ჩავიდა და საავადმყოფო ააშენა. 50 წელზე მეტი იცხოვრა გაბონში და ნობელის პრემია მიიღო. როცა ალბერტ შვეიცერი გაბონში ჩავიდა, მოსახლეობა ლეშის ჭამაზეც არ ამბობდა უარს.

შვეიცერი უშლიდა, არ შეიძლება აყროლებული ლეშის ჭამა, დაიხოცებითო, გაბონელებს კი უკვირდათ, ჩვენ ხომ სუნს არ ვჭამთო...

მან მიიღო 1952 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1953 წელს მის ფილოსოფიურ ნაშრომში ”სიცოცხლის პატივისცემა” .

ალბერტ შვეიცერი იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო, რომ აფრიკელების უმეტესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ეს კაცი ცოცხალი აღარ არის. გაბონში პრეზიდენტის არჩევნები რომ იყო, რამდენიმე ადგილობრივმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან სიაში ალბერტ შვეიცერის გვარი არ ეწერა, მის გარდა ხმას არავის მივცემთო. 

გამოყენებული ლიტერატურა :
1) გაზეთი კვირის პალიტრა

No comments:

Post a Comment