Wednesday, March 30, 2011

88- პელე


პელე (პორტ.: Pelé) ნამდვილი სახელი ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუ (პორტ. Edison Arantes do Nascimento) (დ. 23 ოქტომბერი 1940; ტრეშ კორაკოში, ბრაზილია) - ბრაზილიელი სპორტსმენი და სახელმწიფო მოღვაწე. ე.წ. «ფეხბურთის მეფე», ფიფა-ს მიერ XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა არჩეული.



პელე არის 20 საუკუნის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი. მან მრავალი სიხარული  მოუტანა ბრაზილიას და მრავალჯერ გააოცა მსოფლიო.პელეს თამაშობდა  1956-1977 წლებში.

ჯერ კიდევ ახალგაზრდა და უცნობი პელე დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო თასის მოგებაში 1958 წელს. 1962 წელს ბრაზილიამ კვლავ მოიპოვა მსოფლიო თასი. 1966 წელს კი პელე ერთერთი ფავორიტი იყო ჩემპიონატისა.


მისი საფეხბურთო  დიდება დაიწყო 1970 წელს მსოფლიო თასზე, მექსიკაში.  ამ ჩემპიონატზე პელემ საზოგადოებას დაანახა თავისი რეალური კლასი. ფინალი ბრაზილიამ მოიგო 4-1 იტალიასთან. ეს იყო ”ლამაზი თამაში”  და პელეს უმაღლესი მწვერვალი.


პელემ თავისი მოღვაწეობის მანძილზე გაიტანა 1000 გოლზე მეტი ( მეათსე ბურთი გაიტანა აშშ-ს ლიგაში )

1956–1974    სანტოსი                      605 მატჩი    (730 გოლი)
1975–1977    ნიუ იორკ კოსმოსი   64 მატჩი     (37 გოლი)

იგი მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელია  : (3) 1958, 1962, 1970


პელემ თავისი კარიერა დაამთავრა აშშ- ში, რის შემდეგაც გახდა ელჩი ფეხბურთსა და სპორტში.  მას არაერთი საჩუქარი და ტიტული ხვდა წილად , მაგრამ პელემ თავისი პრესტიჟიც გამოიყენა პოზიტიურად.





1) http://ka.wikipedia.org/wiki/პელე
2)  100 person who changed world  გამომცემლობა :  Editors of Life

1 comment:

  1. ონლაინ დაკრედიტირების ჩინებული პირობები - ეს ფანტასტიკა არარის. ამის დასარწმუნებლად საკმარისია შეხვიდეთ https://sesxebi365.com/company/minicredit. - ზე და თავად ყველაფერი იხილოთ საკუთარი თვალებით.

    ReplyDelete