Friday, March 25, 2011

97 - მალკოლმ იქსი


მალკოლმ იქსი (ინგლ. Malcolm X, ნამდვილი გვარი — ლითლი, ინგლ. Little, 19 მაისი 1925 — 21 თებერვალი 1965) მალკოლმ იქსი იყო გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკული სამოქალაქო მოძრაობისა 1960 -იან წლებში. იგი ქადაგებდა რასობრივი თანასწორობის რადიკალურ ფილოსოფიას.



მალქოლმ ლითლი დაიბადა ომაჰაში , ნებრასკა, 19 მაისს 1925 წელს. მისი მამა იყო ბაბტისტი მქადაგებელი და მარკუს გავრის უდიდესი მიმდევარი - რადიკალური წარმომადგენელი შავკანიანი ხალხისა. მოგვიანებით მალკოლმის მამა მოკლულ იქნა ადგილობრივი  მაცხოვრებლების მიერ.

ჯერ კიდევ პატარაობისას მან განუცხადა თავის მასწავლებელს რომ სურდა გამოსულიყო ადვოკატი. მასწავლებელმა მიუგო :
” ადვოკატობა , ეს არ არის რეალური მოწოდება შავკანიანისთვის... რატომ არ აპირებ , რომ გამოხვიდე ხურო? ”
მალკოლმი ამბობს რომ ამ ფრაზამ მისი დამოკიდებულება თეთრკანიანებისადმი დაამჟავა.

თინეიჯერობის ასაკში , მალკოლმი ჩაერთო ბინძურ საქმეში, ის ყიდდა ნარკოტიკებს ჰარლემის კრიმინალურ სამყაროს. ის ხშირად უსხლტებოდა პოლიციას , მაგრამ 21 წლის ასაკში მაკოლმი დაიჭირეს და მიუსაჯეს 10 წლიანი პატიმრობა ჩარლსტაუნის სახელმწიფო ციხეში. მას დაარქვეს მეტსახელი ”სატანა” თავისი ანტირელიგიური დამოკიდებულების გამო. მაგრამ ციხეში ყოფნის დროს , მან შეითვისა ისლამი .

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ის ჩაერთო ისლამურ ნაციაში, ელია მუჰამედის ქვეშ. მას გააჩნდა დარწმუნებისა და ორატორობის უდიდესი ნიჭი, მალკოლმ იქსის მეთაურობით გაკეთდა ისლამური ტაძარი ნიუ იორკში.ისლამის ერი გახდა მნიშვნელოვანი ფრაქცია სამოქალაქო უფლებების მოძრაობისა.


”იჯდე მაგიდასთან [საჭმლის გარეშე] არ ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სადილი. იყო  აქ ამერიკაში, არ ნიშნავს რომ ხარ ამერიკელი.”

ის გახდა პელიგრიმი მექაში და იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო, რამაც მას სახელი მოუხვეჭა.  ის ქადაგებდა დიდ ინტერრასისტულ ჰარმონიას, მსოფლიოს მასშტაბით.

1965 წლის 21 თებერვალს იგი მალკოლმ იქსი მოკლეს ნიუ-იორკში .  თუ ვინ მოკლა იგი, ამის შესახებ ჯერ კიდევ დავა მიმდინარეობს.


მალკოლმ იქსმა უდაოდ მოახდინა გავლენა ამერიკულ საზოგადოებაზე და ჩამოუყალიბა აზრი რასიზმთან დამოკიდებულებაში, მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა შავი ძალის ფორმირებაში , ამ საკითხს უფრო არაძალადობრივად მიუდგამარტინ ლუთერ კინგი.

No comments:

Post a Comment