Thursday, March 31, 2011
87-ტიმ ბერნერს-ლი
ტიმ ბერნერს-ლი (ინგლ. Tim Berners-Lee) (დ. 8 ივნისი, 1955, ლონდონი) ინგლისელი მეცნიერი, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ-რესურსების ადრესაციის სისტემა. იგი არის შესული ცოცხალ 100 ყველაზე გენიოს ადამიანს შორის. ბერნერს-ლი დღესდღეობით არის World Wide Web Consortium-ის (W3C) დირექტორი, რომელიც ადევნებს თვალს World Wide Web-ის განვითარებას.
Wednesday, March 30, 2011
88- პელე
პელე (პორტ.: Pelé) ნამდვილი სახელი ედსონ არანტეშ დუ ნასიმენტუ (პორტ. Edison Arantes do Nascimento) (დ. 23 ოქტომბერი 1940; ტრეშ კორაკოში, ბრაზილია) - ბრაზილიელი სპორტსმენი და სახელმწიფო მოღვაწე. ე.წ. «ფეხბურთის მეფე», ფიფა-ს მიერ XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა არჩეული.
89 - ელისაბედ II
მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II უინძორი (Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor; დ. 21 აპრილი, 1926, ლონდონი) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამები, ბარბადოსი, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა), ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და კუნძული მენის ლორდი.
Tuesday, March 29, 2011
90 - ფრანც შუბერტი
”როდესაც მე მსურდა მემღერა სიყვარულზე, აღმოჩნდა რომ ვმღეროდი მწუხარებაზე, როდეაც მსურდა მემღერა მწუხარებაზე, იგი ჩემში გარდაიქმნა სიყვარულად. ”
ფრანც შუბერტი
ფრანც პეტერ შუბერტი (31 იანვარი, 1797 - 19 ნოემბერი, 1828) იყო ავსტრიელი კომპოზიტორი.მან დაწერა 600-მდე სიმღერა , 9 სიმფონია (მათ შორის ცნობილი ”დაუსრულებელი სიმფონია” ), საეკლესიო მუსიკა, ოპერა და მრავალი სხვა ფორტეპიანოზე.
91- ჯოან როულინგი
ჯოან როულინგი (დ. 31 ივლისი, 1965), ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 300 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ ფუნტ სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა
92 - ერნესტ ჰემინგუეი
ერნესტ მილერ ჰემინგუეი ( ივლისი 21, 1899 - ივლისი, 1961) იყო ამერიკელი ნოველისტი და ჟურნალისტი. იგი ასევე იყო პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი. ჰემინგუეი ნაწილი იყო 1920-იანი წლების პარიზის უცხოელ მწერალთა პლეადის "დაკარგული თაობა" . მან 1953 წელს მიიღო პულიცერის პრემია , ნაწარმოებისთვის ”მოხუცი და ზღვა” . 194 წელს კი მას ლიტერატურის დარგში გადაეცა ნობელის პრემია.
Monday, March 28, 2011
93 - დესმონდ ტუტუ
”სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია; სიყვარული სიძულვილზე ძლიერია; სინათლე სიბნელეზე ძლიერია; სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია. ჩვენ გავიმარჯვებთ მათი დახმარებით ვისაც ვუყვარვართ.”
დესმონდ ტუტუ
დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკაში, კლერკსდორპში დაიბადა 1931 წელს, მამამისი, ზაქარია ტუტუ, მეთოდისტური სკოლის პედაგოგი იყო, დედა - დიასახლისი როგორც აპარტეიდის წინააღმდეგ განწყობილმა ფიგურამ , მან მიიღო ნობელის პრემია 1984 წელს.
Sunday, March 27, 2011
94 - XIV დალაი ლამა
მისი უწმინდესობა ჯეცუნ ჯამფელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო (დაბადების სახელი ლჰამო დონდრუბი) (ტიბ.བསྟན་འཛིན་རྒྱ་མཚོ་ ვაილი: bstan 'dzin rgya mtsho ტენძინ გჲაცო) დაიბადა 6 ივლისს 1935 წელს ტიბეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ამდოში. ტიბეტური ბუდიზმის მიმდევართა სულიერი ლიდერი, რომლებსაც სწამთ, რომ იგი არის ბუდისტური წმინდანის ავალოკიტეშვარას, თანაგრძნობის ბოდჰისატტვისს, რეინკარნაცია, რათა ემსახუროს დედამიწაზე ყოველ ცოცხალ არსებას და შვება მოუტანოს მათ.
Saturday, March 26, 2011
95 - კოფი ანანი
კოფი ატა ანანი (ინგლ. Kofi Atta Annan; დ. 8აპრილი 1938 წ ) დაიბადა ტრადიციული ხელმძღანელების ოჯახში, განაში. კოფი ანანი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. 2001 წელს მშვიდობის დარგში მიიღო ნობელის პრემია.
96 - ევა პერონი
მარია ევა დუარტე პერონი (დ. 7 მაისი, 1919 — გ. 26 ივლისი, 1952) – ევა არის არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი. იგი იყო პრეზიდენტ ხუან დომინგო პერონის (1895-1975) მეორე ცოლი. არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.
Friday, March 25, 2011
97 - მალკოლმ იქსი
მალკოლმ იქსი (ინგლ. Malcolm X, ნამდვილი გვარი — ლითლი, ინგლ. Little, 19 მაისი 1925 — 21 თებერვალი 1965) მალკოლმ იქსი იყო გავლენიანი და წინააღმდეგობრივი ფიგურა ამერიკული სამოქალაქო მოძრაობისა 1960 -იან წლებში. იგი ქადაგებდა რასობრივი თანასწორობის რადიკალურ ფილოსოფიას.
98 - მარი კიური
მარი სკლოდოვსკა-კიური (დ. 7 ნოემბერი 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, დეპარტამენტი სავოია; დაკრძალულია სოში, პარიზის მახლობლად), ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი. იგი გაიზარდა ღარიბ მაგრამ კარგად განათლებულ ოჯახში. მარი კიური კარგად სწავლობდა და მან მიიღო მრავალი ჯილდო.
99 - ჯესი ოუენსი
ჯეიმს კლივლენდ «ჯესი» ოუენსი (ინგ. James Cleveland «Jesse» Owens, 12 სექტემბერი 1913 წ. — 31 მარტი 1980 წ. ) ჯესი ოუენსი იყო ამერიკელი მძლეოსანი. მისი კარიერის პიკი იყო 1936 წლის ოლიმპიადა როდესაც მან 4 ოქროს მედალი მოიპოვა. ოუენსი გახდა კეთილი ნების ელჩი, ამერიკის სახელით მძლეოსნობაში.
Wednesday, March 23, 2011
100 - ბორის ელცინი
ბორის ელცინი (რუს.: Бори́с Никола́евич Е́льцин) (დ. 1 თებერვალი, 1931 ― გ. 23 აპრილი, 2007, მოსკოვი)იყო რუსეთის პირველი პრეზიდენტი 1991- 1999 წლებში . ელცინის ერა იყო რუსეთისთვის საკმაოდ დრამატული პერიოდი—მის სახელს უკავშირდება დიდი პოლიტიკური ცვლილებები და ლიბერალური დემოკრატიის დანერგვა—მიუხედავად ამ პოლიტიკური ცვლილებებისა , შედეგი უარყოფითი იყო, რუსეთში შემცირდა საშუალო შემოსავლის რესურსები და ასევე მნიშვნელოვნად იკლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ.
ბლოგის არსი
ბლოგში საუბარი იქნება იმ ადამიანებზე რომელთაც მსოფლიო მასშტაბით შეძლეს აზროვნების შეცვლა ან ახალი იდეის შემოტანა რაც პროგრესის საფუძველი გახდა მომავალში. მე წარმოვადგენ 100 გამოჩენილ ადამიანს და დაგანახებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათი მოღვაწეობა კაცობრიობისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)