Tuesday, April 5, 2011

82 - ოპრა უინფრი


ოპრა უინფრი (1954 - )  ცნობილი აფრო-ამერიკელი წამყვანი და მსახიობი დაიბადა მისისიპიში. ოპრას ჰქონდა რთული ბავშვობა. იგი ცხოვრობდა სიღარიბეში და ხშირად უწევდა ტომრისგან შეკერილი კაბის ჩაცმა , რის გამოც მას დასცინოდნენ სკოლაში. იგი ასევე გააუპატიურეს ადრეულ ასაკში, რამაც იმოქმედა მის ფსიქოლოგიაზე.


როდესაც გახდა 14 წლის საცხოვრებლად მამასთან გადავიდა. ოპრა ამბობს რომ მამამისი მკაცრი იყო  ხასიათით. მისი კოლეჯში მუშაობის შემდეგ იგი დაინტერესდა ჟურნალისტიკით  და პირველი სამუშაო მან სწორედ ადგილობრივ სატელევიზიო არხზე დაიწყო.


მისი ემოციური სტილი არ გამოდგა ნიუსების წასაყვანად ამიტომ გადაიყვანეს  ავადმყოფთა ჩატ პროგრამაში.  ამ გადაცემის შემდეგ ოპრა უინფრიმ მიიღო დიდი გამოცდილება და შემდეგ 1986 წელს შექმნა საკუთრი შოუ ”ოპრა უინფრის შოუ”

ოპრა  უინფრის შოუ გახდა ერთერთი ყველაზე პოპულარული და ყველა დროის წარმატებული სატელევიზიო პროგრამა . მან პირველად დაიწყო სატელევიზიო ეთერით საუბარი  სოციალურ და კულტურულ თემებზე , რომელსაც ტაბუ მოხსნილი ჰქონდა ( მაგალითდ , გეებსა და ლესბოსელებზე). ოპრა მალევე გახდა აფრო ამერიკელი ქალის იდეალი ამერიკელებისათვის.

ამის შემდეგ მან გახსნა წიგნის კლუბი, სწორედ ეს კლუბი გახდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის კლუბი.  ყველა ამბობს რომ ოპრა უინფრი საკმაოდ გავლენიანი ადამიანია , ზოგი იმასაც ამბობს რომ არჩევნებზე ობამას 1 მილიონი ხმა სწორედ მან აშოვნინა.

ოპრა უინფრი ასევე წარდგენილი იყო ოსკარზე , ფილმისთვის -  A Color Purple , რომლის პროდიუსერი სტივენ სპილბერგი გახლავთ.

გამოყენებული ლიტერატურა : 
1) 100 person who changed world  გამომცემლობა :  Editors of Life

No comments:

Post a Comment