Thursday, April 7, 2011

80 - ედ გეინი


ედ გეინი (ინგლ /ˈɡiːn/; აგვისტო 27, 1906 – ივლისი 26, 1984) - ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი , რომელმაც შეძრა ამერიკა და მსოფლიო, მისი სასტიკი მკვლელობებით.
მინდა თქვენი ყურადღება ამჯერად  სერიულ მკვლელზე გავამახვილო, რომელმაც დააფიქრა საზოგადოება.

ედუარდ თეოდორ გეინი დაიბადა მორწმუნე ოჯახში. მას მშობლები უნერგავდნენ მოყვასის სიყვარულს და უკითხავდნენ ბიბლიას, ასწავლიდნენ სხვადასხვა საღმთო თქმულებებს.

მისი ფსიქოლოგია რადიკალურად შეიცვალა , შუა ასაკში . მას 1940 წელს გარდაეცვალა მამა გულის შეტევით ხოლო სულ რაღაც 4 წლის შემდეგ  1944 წლის მაისში მას ერთადერთი ძმა დაეღუპა თვალწინ.ძმის გარდაცვალების შემდეგ გეინი ცხოვრობდა დედასთან რომელიც ძმის სიკვდილიდან  1 წლის შემდეგ 1945 წელს გარდაიცვალა . მისი ბიოგრაფიის ავტორი ჰაროლდ შეხტერი წერს ” დედის გარდაცვალების შემდეგ ჰაროლდი დარჩა მარტო ამ მსოფლიოში ” .

1957 წლის 16 ნოემბერს, საკუთარი პროდუქტების მაღაზიიდან, უკვალოდ გაქრა ბერნის უორდენი, 58 წლის ქვრივი. ვინაიდან ეს ხდებოდა პატარა ქალაქ პლეინფილდში, სადაც მოსახლებოა სულ რაღაც 800 კაცი იყო, ხოლო  პროდუქტების მაღაზია ერთი, ხალხმა უმალვე შეამჩნია ის, რომ მაღაზია დაკეტილი იყო. ბერნის უორდენის შვილი, რომელიც ქალაქის სხვა მამაკაცებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა, შუადღის მერე დაბრუნდა სახლში, გაიგო რომ მაღაზია დაკეტილი იყო და  იქ მივიდა. აქ კი მის წინაშე საზარელი სურათი გადაიშალა, შენობაში არეულობა იყო, მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რომ იატაკზე იყო სისხლის კვალი, რომელიც დახლიდან უკანა კარამდე მიდიოდა. სწორედ აქ იპოვა მან “ჩეკი”, რომელიც ედ გეინის სახელზე იყო გამოწერილი.

ედ გეინის სახლი

პოლიციამ მიიღო ბრძანება, რომ მისი სახლი გაეჩხრიკათ. სწორედ აქედან იწყება ერთ–ერთი ყველაზე საზარელი სერიული მკვლელის ისტორია. პოლიცია მიადგა ედ გეინის სახლს, რომლის გარედან უბრალოდ დანახვაზეც კი ჟრუანტელი დაუვლიდა ადამიანს, რადგან ეს იყო ჩაბნელებული და მარტოდ მდგარი სახლი, რომლიდანაც არ გამოდიოდა სინათლე. პირველად პოლიციელები შევიდნენ თავლაში. ელექტრო ენერგიის უქონლობის გამო, ისინი გზას პატარა ფანრების მეშვეობით იკვლევდნე. ერთ–ერთი პოლიციელი მხარით გამოედო რაღაცას, რაც მისი აზრით კაუჭზე ჩამოკიდებული ირემი უნდა ყოფილიყო, რამხელა იყო მისი გაოცება და შეცბუნება, როდესაც დაინახა, რომ ეს ირემი კი არა, გამოშიგნული ბერნის უორდენის გვამი იყო.
ამის შემდეგ პოლიციელებს წინ კიდევ უფრო ამაზრზენი სანახაობა ელოდათ. მათ შეაღწიეს ედის სახლში, სადაც თვითმხილველთა თქმით ისეთი ქაოსი და სიბინძურე სუფევდა, რაც ცდება ადამიანის წარმოდგენას. ყველგან მიმოყრილი იყო ნივთები, მტვერი, ჭუჭყი, მაგრამ ყველაზე საშინელი სხვა რამ იყო: კედლებზე ეკიდა ადამიანის სახეებისგან გაკეთებული ნიღბები; მაგიდაზე იდო ფანარი, რომელსაც გარს ადამიანის კანი აკრავდა; გარდერობში იყო შარვალი დამზადებული ადამიანის კანისგან; სკამი, რომელსაც გარს ადამიანის კანი არტყამდა; ქალის ძუძუსთვებისგან დამზადებული ქამარი; თეფში, რომელიც გაკეთებული იყო თავის ქალიდან; მაცივარი იყო გამოტენილი ადამიანის ორგანოებით; “ჩულქები დამზადებული ქალის კანისგან; ქალის სასქესო ორგანო, რომლის ამოცმაც საცვლის მსგავსად შეიძლებოდა…  ამ ყველაფრის შემდეგ ერთი პოლიციელი მიადგა ყუთს, ჩაიხედა შიგნით და დაიანხა თმა. შემდგომში ის პოლიციელი ამბობდა, რომ რაც მან გააკეთა იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიქტური საქციელი, რადგან ის უკვე ვეღარ აზროვნებდა ნანახის გამო. მან ხელი ჩაყო ყუთში, თმას ხელი მოჰკიდა და იქიდან ამოიღო ადამიანის თავი, რომელიც ეკუთვნდა მერი ჰოგანს, მასიურ ქალს, რომელიც ადგილობრივი ბარის მეპატრონე იყო და ამ მოვლენებამდ 3 წლით ადრე გაქრა უკვალოდ.
ედმა მხოლოდ ამ ორი ქალის მკვლელობა აღიარა, დანარჩენებზე კი განაცხადა, რომ სასაფლაოდან მიჰქონდა სახლში გვამები.
სახლში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ოთახი იყო აბსოლუტურად სუფთა და მოვლილი, ედის დედის, ავგუსტას ოთახი. მკაცრი, კათოლიკე მორწმუნე ქალის, რომელსაც ძალზედ დიდი გავლენა ჰქონდა ედზე. ის არწმუნებდა მას, რომ ყველა ქალი მის გარდა დედამიწის ზურგზე იყვნენ ბოზები. უშლიდა მას სხვა ბავშვებთან კონტაქტს და ამუშავებდა ფერმაზე. მას შემდეგ რაც ედის მამა გარდაიცვალა, დედის გავლენა კიდევ უფრო დიდი გახდა, რის გამოც რამოდენიმეჯერ ჰენრი გეინმა, ედის ძმამ, კრიტიკული შენიშვნა გააკეთა დედის მისამართით. 1944 წელს ჰენრი დაიღუპა ხანძრის ჩაქრობისას, რომელსაც ედდთან ერთად აქრობდა. არსებობს ეჭვი, რომ ის ედმა მოკლა.
1945 წელს ავგუსტა გარდაიცვალა, რამაც ედზე საშინლად იმოქმედა. ის დაინტერესდა ანატომიით და წიგნებით, რომელიც ექსგუმაციას ეხებოდა. ასევე უყვარდა გაზეთებში ნეკროლოგების კითხვა. სავარაუდოდ ამის შემდეგ დაიწყო მან სასაფალოებზე სიარული და გვამების ამოთხრა. მოსახლეობასთან აღებული ინტერვიუებში ჩანს, რომ არავინ მას გიჟად არ თვლიდა, უბრალოდ ყველას ის “ცოტათი უცნაურად” მიაჩნდათ. მეზობლების თქმით ის ძალზედ კარგი დამხმარე იყო და დიასახლისებს, რომელთაც სახლში დახმარება სჭირდებოდათ, უანგაროდ ეხმარებოდა.
ედ გეინი არის ერთადერთი სერიული მკვლელი, ცნობილი სერიული მკვლელებიდან, რომელიც სასამართლომ ოფიციალურად აღაირა გიჟად და მის კონდიციაში შეუძლებლად მიიჩნიეს პროცესის გამართვა, რის გამოც ის გამოამწყვდიეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. 10 წლის შემდეგ, ექიმების დასკვნით, მას შეეძლო სასამართლოზე გასვლა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის ისევ უკან ფსიქიატრიულში დააბრუნა, სადაც ის 1984 წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკავებიდან რამოდენიმე დღეში ედ გეინის “საშინელებათა სახლი” აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს, მაგრამ აუქციონამდე ერთი დღით ადრე ის დაიწვა, რამაც შვება მოჰგვარა პლეინფილდის მოსახლებოას, რადგან მათ არ სურდათ საკუთარ პატარა ქალაქში ტურისტების მოზღვავება, თუმცა ამას მაინც ვერ გადაურჩნენ და ათასობით კაცი ჩავიდა იქ, ედის დამწვარი სახლის სანახავად. ერთადერთი ქონება რაც ედს დარჩა, იყო მისი მანქანა, რომელიც იყოდა მოხეტიალე ბაზრობამ, სადაც მის სანახავად მხოლოდ პირველ ორ დღეს 2000–მა კაცმა გადაიხადა ფული.
სუვენირების მოყვარულები წლების მანძილზე იპარავდნენ ნატეხებს მისი საფლავის ქვიდან. 2000 წელს ქვა მოიპარეს, რომელიც ერთი წლის შემდეგ სიეტლთან ახლოს იპოვეს და მას შემდეგ ის მუზეუმში ინახება.

გამოყენებული ლიტერატურა :

No comments:

Post a Comment