ჯონ ონო ლენონი (დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი; დ. 9 ოქტომბერი, 1940 — გ. 8 დეკემბერი, 1980) — XX საუკუნის ინგლისური როკ-ენდ-როლის კერპი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მსოფლიო აღიარება ჰპოვა როგორც ბითლების დამფუძნებელმა. მისი და თანაბითლელი პოლ მაკარტნის, როგორც სიმღერათა ავტორების პარტნიორობა უზომო წარმატებით სარგებლობდა 1960-იანი წლების განმავლობაში, პერიოდი როდესაც მათ ბითლების ყველაზე პოპულარული სიმღერები შექმნეს.
მშობლები
ბრიტანელი პოპ–ვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის“–ის დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა - ალფრედ ლენონი, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია სტენლი, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან.დეიდა მიმი და ძია ჯორჯი
მუსიკალური ნაწყვეტები:
-
"in my life" (1965 წ.)
მიმისა და ჯორჯს თავად არ ჰყავდათ შვილები და ისინი იდეალურ მშობლებად იქცნენ ჯონისთვის. 1958 წლის 15 ივლისს, როდესაც იგი 17 წლის იყო, დედამისს ქუჩაში დაარტყა მანქანამ. ეს იქცა ერთ-ერთ დიდ ტრავმად ლენონის ცხოვრებაში, რადგანაც იგი ოპტიმისტური ქალი იყო, რომელიც კარგად უგებდა შვილს. სწორედ ამან განამტკიცა მისი ურთიერთობა მაკარტნისთან, რომლის დედაც ასევე გარდაიცვალა 1956 წელს, მკერდის კიბოს დიაგნოზით. წლების შემდეგ ლენონმა თავის შვილს დაარქვა ჯულიანი, ხოლო ბითლზში ყოფნისას დაწერა სიმღერა „Julia“.
ბანჯოზე და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპ ვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა. მხიარული და ხუმარა ჯონი, სკოლაში დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, თუმცა, ხელოვნებისადმი მიდრეკილებას ყოველთვის ამჟღავნებდა. მოზრდილი ჯონი ხშირად თავს გროტესკული ფიგურებისა და ხეიბრების ხატვით ირთობდა. 16 წლის ლენონი როკ-მუსიკოსის, ელვის პრესლის, სცენაზე გამოჩენამ ისე აღაფრთოვანა, რომ გადაწყვიტა პოპ-ჯგუფი შეექმნა, რომელსაც, თავისი სკოლის სახელწოდების მიხედვით, “ქუორიმენი”-ს დაარქმევდა. 1955 წლის 6 ივლისს საეკლესიო დღესასწაულზე მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში.
ჯორჯ ჰარისონი ჯონს პოლ მაკარტნიმ გააცნო. მონახეს დრამერი, სტუარტ სატკლიფიც, და 1960 წელს ჯგუფიც შედგა. ჯგუფს “პიტ ბესტი” დაერქვა. მალე “პიტ ბესტმა” სახელის გამოცვლა გადაწყვიტა. ბენდის ახალი სახელწოდება – “the beatles” მათ ერთ-ერთმა ჯგუფმა, “ჭრიჭინებმა”, შთააგონა. ჯონს უნდა ეხუმრა, რომ 12 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, სადაც უცხო კაცი გამოეცხადა. სწორედ მის წინასწარმეტყველებას,”დღეიდან თქვენ იქნებით ბეატლეს”, უკვაშირდებოდა ჯგუფის ახალი სახელიც.
1961 წელს “ბითლზი” კევერნ კლუბში, სადაც რეგულარულად მღეროდნენ, ბრაიან ეპსტეინმა შეამჩნია. ჯგუფის ახალმა მენეჯერმა, ეპსტეინმა, მათი ჩანაწერები EMI-ში დააპატენტა. 1962 წელს ბითლზ–მა, ახალ დრამერთან, რინგო სტართან (რიჩარდ სტარკი), ერთად, ჯორჯ მარტინის პორდუსერობით, პირველი სინგლი, “Love me do”, გამოაქვეყნა. სინგლმა ბრიტანულ ჩარტებში მე-17 ადგილი დაიკავა. მომდვნო სინგლმა ლენონის ავტორობით ბითლზს კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. “Please Please me” ლონდონის ჩარტების ლიდერი გახდა. ბითლზი ყველაზე პოპულარული მეგა-ჰიტებმა: “She loves you” და “I wont to hold your hand”-მა გახადა. 1964 წლის 9 თებერვალს ბითლზი ამერიკელმა საზოგადოებამაც გაიცნო. ედ სულივანის შოუში გამოჩენის შემდეგ, ჯგუფმა შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ, მათ პირველი ფილმი, “The hard days night”, გადაიღეს და პირველი მსოფლიო ტურნესთვის დაიწყეს მომზადება.
1965 წელს ბითლზმა ახალი ფილმი, “Help”, გამოაქვეყნა, რამაც ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. ივნისში ინგლისის დედოფალმა ბითლზი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. აგვისტოში ნიუ-იორკის სტადიონზე გამართულ კონცერტს 55,600 ფანი დაესწრო. ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ჯგუფმა ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი, “Rubber Soul”, ჩაწერა.
1966 წელს ბიტლომანიამ მიმზიდველობა დაკარგა. ჯგუფის წევრები ფილიპინების პრეზიდენტის ოჯახის დამცირებაში დაადანაშაულეს. საზოგადეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა ლენონის ცნობილმა გამოთქმამ:
«ჩვენ დღეს უფრო პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე »
სოლო კარიერა
ჯგუფის დაშლის შემდეგ, ლენონმა “Plastic Ono Band” ჩაწერა, რასაც 1971 წელს კომერციულად ყველაზე წარმატებიული და კრიტიკის თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი სინგლი, “Imagine”, მოჰყვა. როლინგ სტოუნის ჟურნალში “ Imagine ”-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა.
ლენონის სამოქმედო პროგრამა ყოველთვის სიმშვიდე და სიყვარული არ ყოფილა. ალბომი “Imagine ” მოიცავდა ტრეკს, “ How Do You Sleep?”, რომელიც მაკარტნის სოლო სიმღერებით ჯონისადმი გაგზავნილ შეფარულ მესიჯებზე ამაზრზენ პასუხს წარმოადგენდა. 1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ნიქსონის ადმინისტრაცია მათ გადასახლებით დაემუქრა. ლენონმა იცოდა, რომ მუქარის მიზეზი მისი მხრიდან ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა იყო. მოგვიანებით ჯონის ვარაუდი დოკუმენტურად დასაბუთდა. ნიქსონის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 1976 წელს, ლენონი შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა. 1972 წელს მან მენტალურად არასრულფასოვანი ბავშვების დასახმარებლად „მედისონ სქვეარ გარდენი“ დააარსა. ასევე განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას, რასაც საფუძვლად აშშ.-ში დარჩენის მცდელობა ედო. 1973 წლის სექტემბერში იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება ემსხვერპლა. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარელად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ–ალბომებზე დევიდ ბოვისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას.
ლენონის სამოქმედო პროგრამა ყოველთვის სიმშვიდე და სიყვარული არ ყოფილა. ალბომი “Imagine ” მოიცავდა ტრეკს, “ How Do You Sleep?”, რომელიც მაკარტნის სოლო სიმღერებით ჯონისადმი გაგზავნილ შეფარულ მესიჯებზე ამაზრზენ პასუხს წარმოადგენდა. 1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ნიქსონის ადმინისტრაცია მათ გადასახლებით დაემუქრა. ლენონმა იცოდა, რომ მუქარის მიზეზი მისი მხრიდან ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა იყო. მოგვიანებით ჯონის ვარაუდი დოკუმენტურად დასაბუთდა. ნიქსონის პოსტიდან წასვლის შემდეგ, 1976 წელს, ლენონი შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა. 1972 წელს მან მენტალურად არასრულფასოვანი ბავშვების დასახმარებლად „მედისონ სქვეარ გარდენი“ დააარსა. ასევე განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას, რასაც საფუძვლად აშშ.-ში დარჩენის მცდელობა ედო. 1973 წლის სექტემბერში იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება ემსხვერპლა. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარელად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ–ალბომებზე დევიდ ბოვისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას.
მკვლელობა
ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი, გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო.1980 წელს ჯონი მუსიკის სამყაროს ალბომით, “Double Fantasy”-ით, დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მომღერალი მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ, სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ლენონის მკვლელი იყო მისი ფანი მარკ დევიდ ჩეპმანი. მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს და როცა კითხეს,თუ რატომ მოკლა ლენონი,მან ორი მიზეზი დაასახელა,პირველი – “ჯონი ისეთი დიდი ადამიანი იყო,რომ საზოგადოება მისი ღირსი არ არის”. მეორე მიზეზით კი,მას ისე ძალიან უვარდა ჯონი,სურდა ისტორიაში ლელონთან ერთად შესულიყო და მასთან ერთად,ისიც გაეხსნებინათ,თუნდაც,როგორც მისი მკვლელი. მომღერლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი შეძრა. მისი ალბომების გაყიდვების რიცხვმა პიკს მიაღწია. ლენონის სიკვდილის 25 წლის თავი, ლივერპულში თარიღი ასობით ბუშტის და ათასობით ბარათის ცაში გაშვებით, სიმბოლურად აღნიშნეს. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს.
წყარო - http://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ლენონი
No comments:
Post a Comment