Monday, April 18, 2011

78 - პაბლო პიკასო


პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.

Sunday, April 10, 2011

79 - ჯონ ლენონი


ჯონ ონო ლენონი (დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი; დ. 9 ოქტომბერი, 1940 — გ. 8 დეკემბერი, 1980) — XX საუკუნის ინგლისური როკ-ენდ-როლის კერპი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მსოფლიო აღიარება ჰპოვა როგორც ბითლების დამფუძნებელმა. მისი და თანაბითლელი პოლ მაკარტნის, როგორც სიმღერათა ავტორების პარტნიორობა უზომო წარმატებით სარგებლობდა 1960-იანი წლების განმავლობაში, პერიოდი როდესაც მათ ბითლების ყველაზე პოპულარული სიმღერები შექმნეს.

Thursday, April 7, 2011

80 - ედ გეინი


ედ გეინი (ინგლ /ˈɡiːn/; აგვისტო 27, 1906 – ივლისი 26, 1984) - ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი , რომელმაც შეძრა ამერიკა და მსოფლიო, მისი სასტიკი მკვლელობებით.

81 - ანა ფრანკი


ანა ფრანკი (გერმ. Anneliese Marie Frank; 12 ივნისი, 1929-მარტი, 1945) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული "ანა ფრანკის დღიურის" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

Tuesday, April 5, 2011

82 - ოპრა უინფრი


ოპრა უინფრი (1954 - )  ცნობილი აფრო-ამერიკელი წამყვანი და მსახიობი დაიბადა მისისიპიში. ოპრას ჰქონდა რთული ბავშვობა. იგი ცხოვრობდა სიღარიბეში და ხშირად უწევდა ტომრისგან შეკერილი კაბის ჩაცმა , რის გამოც მას დასცინოდნენ სკოლაში. იგი ასევე გააუპატიურეს ადრეულ ასაკში, რამაც იმოქმედა მის ფსიქოლოგიაზე.


Monday, April 4, 2011

83 - ლეხ ვალენსა


ლეხ ვალენსა (პოლ. Lech Wałęsa, [lɛx vaˈwɛ̃sa]); (დ.29 სექტემბერი 1943) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, აქტივისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების "სოლიდარობის" ყოფილი ხელმძღვანელი.

Sunday, April 3, 2011

84 - ალბერტ შვეიცერი


ალბერტ შვეიცერი (14 იანვარი 1875 - 4სექტემბერი 1965)  იყო ელზასელი თეოლოგი , მუსიკოსი , ფილოსოფოსი და ექიმი. ის დაიბადა კაისერბერგში  ელზასისა და ლოტარინგიის პროვინციაში, იმდროინდელ გერმანიის რეგიონში რომელიც  საფრანგეთმა შეიერთა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.


Saturday, April 2, 2011

85 - ინდირა განდი


"ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით."
 ინდირა განდი

ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინდი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी indirā priyadarśinī gandhī) (დ. 19 ნოემბერი, 1917 –გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში მის მკვლელობამდე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა. 

Friday, April 1, 2011

86 - ჰენრი ფორდი


ჰენრი ფორდი (დ. 30 ივნისი, 1863 — გ. 7 აპრილი, 1947) — ამერიკელი მილიარდელი ბიზნესმენი. მუშაობა დაიწყო დეტროიტის საავტომობილო მაღაზიაში. 1893 წელს შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი. 1903 წელს დააფუძვნა "ფორდის ავტოკომპანია". 1909 წელს მისმა კომპანიამ იმდენად განავითარა საავტომობილო წარმოება, რომ დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.