100 FAMOUS PEOPLE
Wednesday, May 25, 2011
76 - მუჰამედ ალი
მუჰამედ ალი (ინგლ. Muhammad Ali; დაბადებით კასიუს კლეი, ინგლ. Cassius Clay; * 17 იანვარი, 1942) — ამერიკელი მოკრივე. 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში. მძიმე წონაში პროფესიონალთა შორის მრავალგზის ჩემპიონი (1964-1974). სახელი გამოიცვალა ისლამზე მოქცევის გამო.
Monday, May 2, 2011
77 - ჯიმი ჰენდრიქსი
ჯიმი ჰენდრიქსი, იგივე ჯეიმს მარშალ “ჯიმი” ჰენდრიქსი(დაიბადა 1942 წლის 27 ნოემბერს, გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს) იყო ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და მუსიკოსი. სხვა მუსიკოსები და გიტარისტები მას ხშირად იხსენიებენ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერ და ნიჭიერ ელექტრო გიტარისტად მთელი როკ მუსიკის ისტორიაში.
Monday, April 18, 2011
78 - პაბლო პიკასო
პაბლო რუის ი პიკასო (ესპ. Pablo Ruiz y Picasso; დ. 25 ოქტომბერი, 1881, მალაგა, ესპანეთი ― გ. 8 აპრილი, 1973, მუჟენი, საფრანგეთი), ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
Sunday, April 10, 2011
79 - ჯონ ლენონი
ჯონ ონო ლენონი (დაბადებით ჯონ უინსტონ ლენონი; დ. 9 ოქტომბერი, 1940 — გ. 8 დეკემბერი, 1980) — XX საუკუნის ინგლისური როკ-ენდ-როლის კერპი, სიმღერების ავტორი და მომღერალი, მსოფლიო აღიარება ჰპოვა როგორც ბითლების დამფუძნებელმა. მისი და თანაბითლელი პოლ მაკარტნის, როგორც სიმღერათა ავტორების პარტნიორობა უზომო წარმატებით სარგებლობდა 1960-იანი წლების განმავლობაში, პერიოდი როდესაც მათ ბითლების ყველაზე პოპულარული სიმღერები შექმნეს.
Thursday, April 7, 2011
80 - ედ გეინი
ედ გეინი (ინგლ /ˈɡiːn/; აგვისტო 27, 1906 – ივლისი 26, 1984) - ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი , რომელმაც შეძრა ამერიკა და მსოფლიო, მისი სასტიკი მკვლელობებით.
81 - ანა ფრანკი
ანა ფრანკი (გერმ. Anneliese Marie Frank; 12 ივნისი, 1929-მარტი, 1945) — ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული "ანა ფრანკის დღიურის" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა, და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.
Tuesday, April 5, 2011
82 - ოპრა უინფრი
ოპრა უინფრი (1954 - ) ცნობილი აფრო-ამერიკელი წამყვანი და მსახიობი დაიბადა მისისიპიში. ოპრას ჰქონდა რთული ბავშვობა. იგი ცხოვრობდა სიღარიბეში და ხშირად უწევდა ტომრისგან შეკერილი კაბის ჩაცმა , რის გამოც მას დასცინოდნენ სკოლაში. იგი ასევე გააუპატიურეს ადრეულ ასაკში, რამაც იმოქმედა მის ფსიქოლოგიაზე.
Monday, April 4, 2011
83 - ლეხ ვალენსა
ლეხ ვალენსა (პოლ. Lech Wałęsa, [lɛx vaˈwɛ̃sa]); (დ.29 სექტემბერი 1943) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, აქტივისტი და ადამიანთა უფლებების დამცველი, დამოუკიდებელ პროფკავშირთა გაერთიანების "სოლიდარობის" ყოფილი ხელმძღვანელი.
Sunday, April 3, 2011
84 - ალბერტ შვეიცერი
ალბერტ შვეიცერი (14 იანვარი 1875 - 4სექტემბერი 1965) იყო ელზასელი თეოლოგი , მუსიკოსი , ფილოსოფოსი და ექიმი. ის დაიბადა კაისერბერგში ელზასისა და ლოტარინგიის პროვინციაში, იმდროინდელ გერმანიის რეგიონში რომელიც საფრანგეთმა შეიერთა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
Saturday, April 2, 2011
85 - ინდირა განდი
"ისტორია - საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით."
ინდირა განდი
ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინდი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी indirā priyadarśinī gandhī) (დ. 19 ნოემბერი, 1917 –გ. 31 ოქტომბერი, 1984) — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში მის მკვლელობამდე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.
Subscribe to:
Posts (Atom)